15:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 10:02:01, 992 ნახვა

რეგიონი
მუხიანში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 5- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს,  გ.ჩ. მუხიანში მდებარე “ საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა , ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცბელებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე  მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით  მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics