|
2019-08-22 20:10:54, 1120 ნახვა
საზოგადოება
ხაზარაძე: TV პირველი არ არის წერეთლების ოჯახის - ის დემოკრატიის მონაპოვარია
TV პირველი არ არის წერეთლების ოჯახის დიდი ხანია, ის არის საქართველოსი, ის არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა“, - ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენებას. ხაზარაძის შეფასებით, ბრალდება წერეთლისთვის არის ზეწოლა. „ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით. იგი არც დირექტორი იყო არც მეწილე და მონაწილე. ანუ საქმე გვაქვს ავთო წერეთელზე პირდაპირ ზეწოლაზე, რათა მან გავლენა მოახდინოს თავისი ოჯახის წევრებზე, რომ თავისუფალი მედიისგან, ისევ მივიღოთ გაუგებარი რამ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურატურამ TV პირველის მფლობელის მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ცნობით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)