|
2019-08-22 19:16:18, 1010 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N8-ში და ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. პოლიტკოვსკაიას N8-ის ტერიტორიაზე, პროექტის შესაბამისად განთავსდება ყველა საჭირო ინვენტარი - საპარკე სკამები და ურნები, საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა განათების სისტემა, დაირგვება ხეები, სივრცე შემოიღობა. ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის კეთილმოეწყობა მოედანი ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთანაც. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება არასტანდარტული დასასვენებელი და გასართობი სივრცე, სადაც, აუცილებელი საპარკე ავეჯის გარდა, განთავსდება განსხვავებული საბავშვო ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. „ზიპლაინი“, ასევე, როგორც სხვა მწვანე სივრცეების შემთხვევაში, დაირგვება მცენარეები. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სივრცეები კომფორტული იყოს როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის. „ჩვენი მიზანია, სხვადასხვა უბნებში და შიდა ეზოებში რაც შეიძლება მეტი კომფორტული და კეთილმოწყობილი სივრცე შევქმნათ. როგორც ხედავთ, ამ ორ მისამართზე მუშაობა მალე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ბავშვებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება შეეძლება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. ამ დროისთვის, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჯამში 9 მისამართზე მიმდინარეობს.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)