14:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 10:48:02, 666 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - მწვანე ეკონომიკა ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია

ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც 22 აგვისტოდან ელექტრო მობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ბათუმის ბულვარში პროექტი პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ. 

 „ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტი არის მწვანე ეკონომიკა. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მომავლის ეკონომიკა, ეს არის ის ეკონომიკა, რომელიც ბოლომდე ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებით, კიდევ უფრო უკეთესი გახადოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ პრემიერს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აიქარმა ბათუმში 20 ერთეული Renault – ის მარკის  Zoe-ს მოდელის ელექტრომობილი შემოიყვანა. სერვისის გასამართად ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე  8, ქობულეთში კი - 2 ელექტროგასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა.

ელექტრო მობილებით გადაადგილება სარფი - ურეკის არეალში იქნება შესაძლებელი. მათი დაჯავშნა და დატოვება კი, მხოლოდ ბათუმში არსებულ პარკინგის ზონაში.

წლის ბოლომდე თბილისსა და ბათუმში უკვე არსებულ ელექტრო გასამართ სადგურებს რამდენიმე ათეული დაემატება და მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics