|
2019-08-20 11:34:03, 1328 ნახვა
პოლიტიკა
მურატ ჯიოევი: გუგუტიანთკარში მიმდინარე სასაზღვრო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიასთან არ იკვეთება
საქართველოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ გუგუტიანთკარში მიმდინარე სასაზღვრო სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან - ამის შესახებ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა განაცხადა. ჯიოევი გუგუტიანთკარში ქართული მხარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასვლასა და პროტესტს კარგად დადგმულ სპექტაკლს უწოდებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად იმართება. „ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის ხან ერთ, ხან მეორე ნაწილში თამაშდება. ამ სპექტაკლის მიზანი, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევაა“, - განაცხადა ჯიოევმა. მისი სიტყვებით, პროტესტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე ისმის, „არავითარი კავშირი არ აქვს სტაბილურობაზე ზრუნვასთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე". ჯიოევის მტკიცებით, საქართველოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ "აღნიშნული სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან". "საიდუმლო არავისთვის იყო, რომ სამხრეთ ოსეთი საზღვრის მონიშვნას ცალმხრივად ახორციელებს, რადგან ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის"- აცხადებს ჯიოევი. საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების ფაქტზე ჯიოევი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ავტომანქანებით მასობრივად დაარღვიეს "საზღვარი". "იქ შესაბამისი სასაზღვრო ნაგებობა რომ ყოფილიყო, სახელმწიფო საზღვარი არ დაირღვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მაშინვე აცნობა მსოფლიოს ადამიანების გატაცებაზე, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს ეს საზღვარი“, - ამბობს ჯიოევი.
ინფორმაციას cominf.org ავრცელებს.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)