12:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 16:31:02, 1200 ნახვა

რეგიონი
20-21 აგვისტოს „რომაული ფესტივალი 2019“ გაიმართება

2019  წლის 20-21 აგვისტოს,  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ გაიმართება.

 ფესტივალის ფარგლებში საგანგებოდ მოეწყობა რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იქნება, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. მოეწყობა სადღესასწაულო ბაზრობა, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები. ჩატარდება მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. გაიმართება სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა, მათ შორის ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.

გაიმართება ტურნირი ,,გონიოს თასი’’,  სამ სპორტულ სახეობაში: ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა.

ფესტივალის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.

ფესტივალის პროგრამა

20 აგვისტო :

             10:00 - ფესტივალის გახსნა;

             10:00 – 14:00 რომაული სანახაობები და პერფორმანსები : რომაული ცეკვა,მონის მონათხრობი,გლადიატორთა ორთაბრძოლა;

             11:00 -14:00  რომაელი ლეგიონერების  საუბრები;

             11:30 –12:30 ცხენოსნობის ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში;

             12:30 -14:00 მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები;

             14:00 -16:00 ტურნირი მშვილდოსნობაში;

             10:00 – 18:00 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

21 აგვისტო:

             10:00 - ფესტივალის გახსნა;

             10:00 – 14:00 რომაელი მთხრობელის საუბრები;

             11:00 – 15:00 რომაული სანახაობები და პერფორმანსები : რომაული ცეკვა,მონის მონათხრობი, გლადიატორთა ორთაბრძოლა:

             11:30 -15:00 მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები;

             12:00 – 13:00 ტურნირი ქართულ ჭიდაობაში;

             13:00 – 15:00 ტურნირი მშვილდოსნობაში;

             10:00 – 18:00 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics