|
2019-08-19 15:41:17, 1116 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის დეპუტატი: უკანონო ბორდერიზაციაზე ევროკავშირმა მკაცრი განცხადება უნდა გააკეთოს
„ეს არის რუსული აგრესია და ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დავაყენებ ამ საკითხს“, - ასე გამოეხმაურა სოფელ გუგუტიანთკარში ჩასული ევროპარლამენტის დეპუტატი ჩეხეთიდან, მარკტ გრეგოროვა უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას. ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე ევროკავშირმა მკაცრი განცხადება უნდა გააკეთოს, რადგან რუსეთი გამოცდას აწყობს, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს, ვიდრე მკაცრ პასუხს მიიღებს. „ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი, რომელიც გრძელდება. აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმას, რაც აქ ხდება და როგორც ადგილობრივებს ექცევიან. ავლებენ ღობეს მათი ბაღების და სახლების უკან. ამიტომ იძულებული არიან დატოვონ. ეს არის რუსული აგრესია და ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დავაყენებ ამ საკითხს. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს მკაცრი განცხადება, რადგან რუსეთი აშკარად გამოცდას აწყობს, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს, ვიდრე მკაცრ პასუხს მიიღებს. მათ უნდა გაიგონ ყველასგან, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელია. მე ახალი ევროპარლამენტის წევრი ვარ და მსურს შევცვალო ეს სიტუაცია“, - განაცხადა მარკტ გრეგოროვამ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)