|
2019-08-19 15:18:34, 1243 ნახვა
პოლიტიკა
გეგიძე - თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ახალი სია მიუღებელი იქნება, უმრავლესობას დავტოვებ
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ გადავწყვეტ, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გეგიძის განმარტებით, ის იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას ყურადღებით გაეცნობა. „უზენაესი სასამართლოს თემა როცა დაიწყო, წინა წლის დეკემბერში, მე მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია შედეგი. ის პირველი სია რომელიც შემოვიდა მაშინ ეს იყო მიუღებელია და ეს პროცესი რასაც ვუყურებ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ამ პროცესმა ჩემში ვერ შექმნა ოპტიმიზმი,რომ ამ პროცესს ნდობა გამოვუცხადო, გასაუბრებები ხომ ნახეთ ყველამ. მთელმა პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია ოპტიმიზმი, რომ მე მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ სიას. პროდუქტი სიის სახით, რომელიც შემოვა პარლამენტში, დავტოვებ უმრავლესობას, ამ სიტყვას დავიჭერ, არ გადავალ და თუ ეს სია ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, იმდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს თემა ჩემთვის, რომ მე უმრავლესობიდან უნდა წავიდე, მით უმეტეს თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)