|
2019-08-19 14:22:08, 1182 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო საფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ამის შესახებ დეპუტატმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მალევე დაიწყო. „სუს-ში ჩემი დაბარება ეხება ჩემს საქმიანობას, წინა სამსახურს, საქართველოს ფოსტას, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი. იქ, მე ვიყავი დირექტორის მოადგილე, აქედან გამომდინარე გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები, შესაბამისად, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემს საქმიანობას ვახორციელებდი. ახლა მე ვარ პოლიტიკოსი და აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი პრინციპია, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს მაქსიმალურად საჯარო და მთავარი რაც არის, რომ მე მაქვს პოლიტიკაში ჩემი პრინციპები, ჩემი თავისუფლების ხარისხი და ვცდილობ, რომ ეს რაც შეიძლება მაღალი ხარისხი იყოს. პოლიტიკაში ჩემი საქმიანობა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ეს არის, მე ვარ ვაკის მაჟორიტარი, შემდგომ გავხდი ფრაქციის თავმჯდომარე 2018 წელს, შემდგომ კი, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და ამ რანგში არასდროს ჩემი პრინციპებისთვისა და ჩემი თავისუფალი გადაწყვეტილებისთვის ვცდილობდი მიმიეღო გადაწყვეტილებები ყველაზე კრიტიკულ თემებზე. ახლა რაც შეეხება, კონკრეტულად ამ საკითხს, ... გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდანგამომდინარე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და მოიძებნა სამართლებრივად ჩემი სამსახურეობრივი თემა, კონკრეტულად რას ეხება, როდესაც მივალ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს ამის მერე შეიძლება უკვე ვისაუბრო“, - აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)