|
2019-08-17 10:58:55, 1235 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მეხუთე მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა
გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით, გლდანის რაიონის გამგეობამ 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა. სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, დაითესა ბალახი. ეწყობა სპეციალური სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ასევე, ფეხბურთის მოედანი. გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი და საპარკინგე ადგილები მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)