|
2019-08-15 17:02:28, 957 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ხუთი ახალი სკვერი მოეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. სკვერის მოწყობის სამუშაოები მესამე მასივში, ორ მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს. ახალი სკვერი ხომლელის ქუჩაზე, N3 და N4 კორპუსების მიმდებარედ ეწყობა. 350 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა საბავშვო გასართობი ატრაქციონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და გამწვანებულ მონაკვეთებს შორის საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. დასასვენებელი სივრცე ეწყობა ვარკეთილის ზემო პლატოზეც. N1 კორპუსის მიმდებარედ 800 კვ.მ ფართობის ახალ სკვერში საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე უკვე არსებობს ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორია დამონტაჟებული. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, მესამე მასივში უახლოეს მომავალში დამატებით, სამი სკვერის მოწყობა დაიწყება. დასასვენებელი სივრცეები კალოუბნის ქ. N36-ის, მე-10 კვარტლის N20 კორპუსისა და მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ გაიხსნება. ხუთივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია, რომელიც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სკვერის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)