|
2019-08-15 16:27:11, 1123 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: სავსებით რეალისტურია დაშვება, რომ შემოდგომიდან სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს
პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ შემოდგომიდან, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პრემიერის პოზიციაზე დაბრუნებას, ბესელია მიიჩნევს, რომ ივანიშვილი „მეორედ ამ გზას არ გაივლის“. „სამთავრობო ცვლილებები რომ შესაძლებელია მოხდეს შემოდგომაზე, ამის დაშვება მე მგონი არის აბსოლუტურად რეალისტური. თუმცა საუბარი იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება, მე მგონია, რამდენადაც შემიძლია ამის ანალიზი, მგონია რომ არა. ის ამ პოზიციას აღარ დაიკავებს მეორედ. ეს ჩემი მოსაზრებაა და ეფუძნება იმ ცოდნას და ინფორმაციას, რამდენადაც მე ვიცნობ მას და მგონია რომ ის მეორედ ამ გზას არ გაივლის. მას აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია და ისედაც საკმაოდ დიდ ტვირთი და ვალდებულებები და ისედაც ყველაფერი იქითკენ მიემართება, ყველა ისარი, ყველა ბრალდება, ყველა პრეტენზია. ასე რომ რაღაც ესეთი დამატებითი და კონკრეტული სამთავრობო ლიდერის პასუხისმგებლობის აღება კიდევ უფრო მგონია, რომ არის არარეალისტური“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)