|
2019-08-15 16:07:34, 1172 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე: ვინც საჭიროა, ყველა ჩადის - არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს
ვინც საჭიროა, ყველა ჩადის - არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა. აკაკი ზოიძის განმარტებით, გუგუტიანთკარში განახლებული ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის მორიგი პროვოკაციაა, რასაც ქართული მხარე არ უნდა აჰყვეს. „ძალიან ცუდი მაგალითია მსოფლიოსთვის, რაც ხდება გუგუტიანთკარში და გამოხატულება არის ძალიან ნათელი იმისა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ცდილობს, სწორედ იმ დროს, როდესაც ხედავს, მას შეუძლია დაპირისპირება გააღვივოს, სწორედ იმ მომენტში აკეთებს ამ ბორდერიზაციის და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის განსახორციელებლად ქმედებებს და სპეციალურ პროვოცირებაზე მიდის ჩვენი საზოგადოების, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს დისკუსია და გადაბრალება, ვისი ბრალია“, - აღნიშნა ზოიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ ჩადიან და მოსახლეობას არ ხვდებიან. „ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ... ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თორემ თანამდებობის პირები ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ, ყველა დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ყველას მხრიდან, ვისგანაც შესაძლებელია და არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს“, - განაცხადა ზოიძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)