|
2019-08-15 15:56:15, 1167 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - გუგუტიანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად უნდა იდგეს
„აქ დღეს უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე საშინლად იქცევა და გლეჯს მიწებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი უკანონოდ კიდევ ერთხელ გადმოწიეს. ხოშტარიას განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ. „აქ დღეს უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე საშინლად იქცევა და გლეჯს მიწებს და დაუშვებელია, რომ ასეთი მკვლელი ქვეყნის დეპუტატი გვეჯდეს ხოლმე ჩვენ პარლამენტის სავარძელში. დღეს არის გამოვლინება დიდი პრობლემის, არა მხოლოდ რუსეთის, ის ყოველთვის ასეთი იყო, არამედ ჩვენი ხელისუფლების ზოგადად, ოკუპაციის, რუსეთის მიმართ, აქტიურობის ნაკლებობა, რაც აუცილებელია დასავლეთში, რაც აქ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)