|
2019-08-15 15:32:48, 1027 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: თუ სიახლეებს კონკრეტული ადამიანი ვერ მოერგება, ის შეიცვლება, თუმცა ჯერ ცვლილებებზე საუბარი არ არის
მე ვფიქრობ, რომ სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე არ წყდება - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, სურს თუ არა მას პრემიერის პოსტზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს. სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას ვოლსკი აღნიშნავს, რომ ზოგადად, სიახლეები საჭიროა, თუმცა გუნდში ცვლილებებზე კონკრეტული საუბარი, ჯერჯერობით, არ ყოფილა „სიახლეები საჭიროა საქმიანობაში. ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობს პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი და, საერთოდ, ადამიანი არაა დარჩენილი ჩვენს გუნდში თუ სხვა გუნდში, რომ ამ სიახლეების თაობაზე არ ლაპარაკობდეს და კონკრეტულ მიმართულებებსაც ასახელებს - განათლების სფერო იქნება ეს თუ ეკონომიკის სფერო. ეს სიახლეებია საჭირო. მამუკამაც არაერთხელ თქვა, რომ თუ ამ სიახლეებს და ამ ტემპს ვერ მოერგება კონკრეტული ადამიანი, რასაკვირველია, ის ადამიანი შეიცვლება. ჯერჯერობით, ამ საკითხზე, ცვლილებებზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა და ამის წინაპირობა და საფუძველი, ჯერჯერობით, არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ საკითხი, რომელიც სერიოზულ, მნიშვნელოვან პროცესებს ეხება, სტრატეგიულ მიმართულებებს, ეხება არ წყდება და არ განიხილება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე. ეს არის ზომიერი, საფუძვლიანი განხილვები, მათ შორის თემატურ ჯგუფებში, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ლიდერთა სივრცეში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)