|
2019-08-15 14:27:51, 7998 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნება“ სექტემბერში 2020-ის არჩევნებისთვის სიას წარადგენს, სადაც ახალი სახეები იქნებიან
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის განახლებულ სიას სექტემბრის ბოლოს წარმოადგენს. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია აპირებს, ახალ სიაში, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიყვანოს, მათ შორის ექსპერტები გია აბაშიძე, ვლადიმერ ბოჟაძე და ლევან ნიკოლეიშვილი. შესაძლოა, სიაში არ იყოს დღეს მოქმედი დეპუტატების დიდი რაოდენობა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, საარჩევნო ბარიერის პირობებში. დღევანდელი კანონმდებლობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი უნდა ჩატარებულიყო შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით და პროპორციულ ნაწილში პარტიისთვის პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3% იქნებოდა საჭირო. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო იქნება არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 1/150 (დაახლოებით, 0, 67%). არჩევნები კი 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)