|
2019-08-15 13:42:25, 1215 ნახვა
საზოგადოება
„იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები ემიჯნებიან
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები facebook-ზე ფლეშმობით აპროტესტებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტები არ იზიარებენ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. „არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“ - წერენ facebook-ის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა. ფილმზე პასუხისმგებლობა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)