|
2015-07-09 13:22:54, 598 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მზადაა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გამართოს
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მზადაა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გამართოს. ამის შესახებ ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "მე არ მინაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული, არსებობს სუბიექტური გარემოებები, არსებობს გადავადების პირობა. არსებობს ვალდებულებები, რაც ადამიანებს უჩნდებათ. 2000 ლარი არ არის ის თანხა, სადაც შეგვიძლია სოციალურ დისკრიმინაციაზე ვისაუბროთ, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. ცალ ცალკე აღებული, 2000 ლარი იქნება თუ რამე სხვა კომპომენტი, მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა არ ემსახურება პრობლემის მოგვარებას. საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ცვლილებები ფუნდამენტურ განხილვებს საჭიროებს, ამიტომ მზად ვარ პარლამენტში დისკუსია გავაგრძელოთ. საჭიროა კონსენსუსი, როგორი ჯარი გვინდა რომ გვყავდეს",- განაცხადა ხიდაშელმა. ცნობისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ წამოაყენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)