|
2019-08-15 10:49:55, 1017 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელია მოღალატეები
აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელია მოღალატეები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორ მან აღნიშნა, რამდენადაც არ უნდა შეეცადონ ისტორიის გადაწერას შედეგებიც უცვლელია. „- 400-ზე მეტი დაღუპილი ჩვენი მოქალაქე - დაკარგული 151 დასახლებული პუნქტი - ოკუპირებული ახალგორი და კოდორი მაგრამ ამასთანავე, ძალაუფლება შენარჩუნებული ხელისუფლება, მილიარდობით დოლარი მიღებული საერთაშორისო დახმარებების სახით, და საბოლოოდ, დაზარალებული საქართველო. რა უჯდება ქვეყანას არასწორი ან განზრახ არასწორი გადაწყვეტილებები?! და რატომ იყო არასწორი ამას მაშინდელი აშშ ელჩის, კონდოლიზა რაისის , ტალიავინის დასკვნის და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები , ფაქტები და საბოლოოდ შედეგები ნათლად მოწმობს. და თუ სიმართლე სიჩუმეს არღვევს მე არ ვპატიობ არც მტერს და არც ამ ადამიანებს ჩემი ქვეყნის მიწა-წყლის დათმობას , და თქვენ რა გიღირთ ამის პატიება“, - წერს წილოსანი.
(NS)
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)