|
2019-08-14 16:55:28, 1201 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე - ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით აუცილებლად დავიბარებთ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის წესით აუცილებლად დაიბარებს. მისივე თქმით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე". „ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ნაჩქარევი ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი პროგრამების კრიზისულ სიტუაციაზე (ტურიზმის სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ კონკრეტულ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ისაა, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასათვის“ გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა. ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით, თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას“, - განაცხადა კობერიძემ. ცნობისთვის, ა 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა.
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)