|
2019-08-14 10:51:40, 1141 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: კონფლიქტის შედეგად ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს
„კონფლიქტის შედეგად ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს, ამიტომ დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილმა აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო „დღეს მავთულხლართების აქეთ თუ იქით არიან დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ამ კონფლიქტის შედეგად, ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა, მჯეროდეს, რომ ამის გაცნობიერება ფართოდ ხდება დღეს მავთულხლართებს იქითაც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რადგან ჩვენ ამ წარსულს ვერ შევცვლით და ეს მომავალი არის მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს მზაობა დიალოგის, ურთიერთობის, არაერთხელ გაცხადებული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)