|
2019-08-09 13:30:44, 1238 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი სინგაპურელ კოლეგას მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა
სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სინგაპურის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სინგაპურელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის, აგრეთვე, საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ რეფორმის მიმდინარეობაზე. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად. ამისთვის მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და ის საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებს მოერგო; შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები, გასული წლის ბოლოს კი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ, რა ფორმით არის შესაძლებელი, „ICC" წარმოდგენილი იყოს საქართველოში. საქართველოს და სინგაპურის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში იმუშავებენ, შესაძლებლობა ექნებათ, სინგაპურის არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში მიიღონ ამ საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. მინისტრებმა განიხილეს საქართველოს არბიტრაჟის ცენტრის, აგრეთვე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თანამშრომლობის საკითხები სინგაპურის შესაბამის უწყებებთან და მათი პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. ქართული დელეგაცია სინგაპურში „მედიაციის შესახებ" გაერო-ს კონვენციის კვირეულის ფარგლებში იმყოფება. თეა წულუკიანმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა „მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციას", რომლის მიზანი მედიაციის, როგორც კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, ხელშეწყობაა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აგრეთვე, საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფო ტყემალაძე.
(NS)
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)