|
2019-08-09 10:03:09, 1826 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას
„რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრა და საქართველოს 20%-ის ოკუპაცია გაერო-ს ქარტიის პრინციპების, ჰელსინკის საბოლოო აქტის, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევაა“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მორგან ორტაგუსი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მუდმივად არღვევს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების და კერძო საკუთრების უფლებას. „11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ. ასობით ადამიანი დაიჭრა, ან დაიღუპა, ხოლო, დაახლოებით 1900-ზე მეტმა მოქალაქემ სახლი დაკარგა. ბევრზე ომის შედეგები ახლაც ახდენს გავლენას. ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც დაინგრა, ოჯახები, რომლებიც გახლეჩილები რჩებიან, თავისუფლად გადაადგილება ისევ არ აღდგენილა და მათი საკუთრება ისევ არ დაბრუნებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას დღევანდელმა ქმედებამ დაგვანახა, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კერძო საკუთრების უფლებას. რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრა და საქართველოს 20%-ის ოკუპაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპების, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევაა", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამასთან, მორგან ორტაგუსმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების, ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, მოახდინოს სრული იმპლემენტაცია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. უკან გაიწვიოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ არ დავასრულებთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას, რომ დაბრუნდნენ უკან, თავიანთ სახლებში მშვიდობიანად და ღირსეულად. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც შეგვეძლება ვიზეიმოთ რუსეთის ოკუპაციის დასრულება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის ჯარის ინტერვენციის შედეგად, 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, 1 747 კი, დაიჭრა. სახლები თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)