12:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 11:06:56, 1101 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, პოლიტიკური შეფასებები ვაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე

„მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ გავხდებოდი პრეზიდენტი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არ არის, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოვა დრო, შეიქმნება შიდა კომისია და ამ ყველაფერზე ისტორიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იმსჯელებენ.

„მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად, ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთი დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ ყველა ვუწყობთ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, ის ქმნის ამ ქვეყნისთვის ხვალიდნელ საფრთხეს გარე მტრებთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics