|
2019-08-07 18:37:46, 5308 ნახვა
სამხედრო
დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან
2008 წლის აგვისტოს ომში და სამშიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან. ახალი ცენტრი, რომლის მშენებლობაც სამ თვეში დასრულდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო ცენტრი დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში განთავსებული იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. წეროვანის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ამერიკის მხარდაჭერით ხორციელედება. წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელიზაბედ რუდი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო კურსის მიმდინარეობითა და მისი სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკელმა დიპლომატმა დაჭრილ სამხედროს კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა აღუქვა. ივერი ბუაძე აშშ-დან სამშობლოში სამი კვირის წინ დაბრუნდა, სადაც რეაბილიტაციის კურსს ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)