|
2019-08-04 11:36:02, 1448 ნახვა
პოლიტიკა
მორის მაჩალიკაშვილის დაკავების გამო პანკისელი ახალგზრდები განცხადებას ავრცელებენ
პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, მალხაზ (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები მომხდარს უკანონოს უწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები დაუსაბუთებელია. “გვსურს პანკისის ხეობის ახალგაზრდების სახელით გამოვეხმაუროთ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საკითხს და მის წინააღმდეგ გამოყენებულ ჯგუფური ძალადობის ბრალდებას. მოგეხსენებათ რომ მორის მაჩალიკაშვილი არის სახელმწიფოს მიერ, საკუთარ საძინებელში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი და უკვე ერთი წელია თემირლანის მამასთან ერთად ითხოვს სამართლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის აღიარებას სახელმწიფოს მხრიდან. ორგანიზაციის განცხადებით, ვიდეო მასალაში არ ჩანს, რომ მორისი აქტიურად და მიზანდასახულად ცდილობს კორდონის გარღვევას, პოლიციის დაზიანებას და მით უფრო ძალადობის განხორციელებას. "ჩვენ პანკისელი ახალგაზრდები ვართ ის თაობა რომელიც თანატოლია დამოუკიდებელი საქართველოსი და რომელნიც მოვდივართ პანკისის გარშემო მიმდინარე მძიმე პროცესების კვალდაკვალ. ჩვენ გავიზარდეთ მუდმივი დაძაბულობის, სტრესის, ბრალდებების, გაუცხოების და ტრაგედიების რეჟიმში და წილად გვხვდა ასევე მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ყოფნა იმ მოვლენების გამო, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენს გარშემო ვითარდებოდა. "ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ოცდაათი წელია პანკისი დაუსრულებელ და მოუგვარებელ პრობლემად არის მიწოდებული საზოგადოებისათვის. მთავარი გაკვეთილი კი, რაც ამ რთულმა პერიოდმა გვასწავლა არის ის, რომ პანკისის მოჯადოებული წრიდან გამოსავლის ერთადერთი საშუალება არის გამჭვირვალობა, ღიაობა და ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის.
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე უდესიანს და მუხაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)