|
2019-08-02 14:21:47, 864 ნახვა
საზოგადოება
საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ძებნა-შველის (SAR) სისტემის დანერგვასა და მის ეფექტიანობაზე, საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საფრენ საშუალებათა მფლობელებსა და საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს (ARCC) შორის თანამშრომლობაზე, ასევე, საკოორდინაციო ცენტრსა და მორეაგირე დანაყოფებს შორის გამართული კომუნიკაციის აუცილებლობაზე. კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო მუშაობის ფორმატსა და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კომისიის მიერ განხილული დადგენილებით გათვალისწინებულ საკითხებზე იმუშავებს. აღნიშნული კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენლები.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)