|
2019-08-02 14:08:11, 1313 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა
"რუსთავი 2"-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ტელეკომპანია დატოვა. როგორც საძაგლიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ის "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინტერესებს იცავს. "აღარ ვარ "რუსთავი 2"-ის იურისტი, დავტოვე "რუსთავი 2"-ი. ახლა ამ გამოკითხვაზე, ვარ ნიკა გვარამიას ადვოკატი. ვფიქრობ, რომ ვდგავარ იქ სადაც უნდა ვიდგე, სწორ მხარეს და შესაბამისად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ მაქვს", - აღნიშნა მან. დიმიტრი საძაგლიშვილის აცხადებს, რომ ტელკომპანიის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ შეიტანა ისეთი სარჩელი რომელიც დაუსაბუთებელი იყო. „ნინო ნიჟარაძემ ჯერ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და სამოქალაქო დავისთვისაც კი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო ეს საქმე და ნინო ნიჟარაძემ მოითხოვა ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობა იმ მიზნით რომ აუდიტი ჩაგვეტარებინა და ვნახავთ რა მონაცემები გვექნება აუდიტის შემდეგ, დიდ ოთხეულზე არის საუბარი. და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სამოქალაქო დავა გავაგრძელოთ თუ არაო. ჩვენ მივეცით სრული წვდომა ინფორმაციაზე, არანაირი აუდიტი არ ჩატარებულა, არანაირი დიდ ოთხეული არ გამოჩენილა. ის წავიდა პროკურატურაში. მიზანი იყო არა დიდი ოთხეულის მიერ რეალობის დადგენა არამედ ის რომ რაღაც საფუძველი გამხდარიყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თუნდაც უკანონო ქმედების განხორციელების,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)