|
2019-08-02 09:13:06, 1153 ნახვა
საზოგადოება
სტატისტიკის გავრცელება მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და აივ/შიდსის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაღრმავებას
აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია "ასოციაცია ბროწეული" ეხმიანება ინფექციური პათოლოგიების შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს, რის მიხედვითაც, ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სათემო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სტატისტიკური მონაცემების არაგეგმიური გავრცელება მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და აივ/შიდსის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაღრმავებას, რაც წარმოადგენს სტატისტიკით მანიპულირების მავნე პრაქტიკას. "დღეის მდგომარეობით აივ დადებით პირთა 52%-მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს. გამოვლენილ შემთხვევათა უმრავლესობა კი შიდსის სტადიაზე დგება. რაც უფასო ეფექტიანი მკურნალობის არსებობის ფონზე სამწუხარო მოცემულობაა და მიანიშნებს პრევენციული პროგრამების ხარვეზებზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)