|
2019-08-01 11:35:39, 722 ნახვა
საზოგადოება
ბერთუბანში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება. ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელის მოწყობაც სრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. „ბერთუბნის დასახლებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება. პარალელურად, დავიწყეთ გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობაც. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებლი გახდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს „ოცნების სახლი“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია გათვალისწინებული. საყრდენი კედლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)