|
2019-07-31 19:34:37, 934 ნახვა
საზოგადოება
ფიჭვის ხეების ხმობის გამომწვევ მიზეზები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიჭვის ხეების ხმობის პრობლემა ტყის აღდგენისა და დაცვის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა. „მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს ფიჭვების ხმობის მიზეზები, შემუშავდეს რეკომენდაციები და მომზადდეს ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისა და მწვანე საფარის დაცვისკენ. სამინისტროს აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ექსპერტული ცოდნა, არსებობს ადამიანური რესურსი; შესაბამისად, სამინისტროს მაკოორდინირებელი უწყების ფუნქციის შესრულება შეუძლია დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. შეხვედრაზე სპეციალისტების მიერ ფიჭვების მასობრივი ხმობის შესაძლო მიზეზებად გარემო პირობები და რამდენიმე სახეობის მავნებელი დასახელდა. აღინიშნა, რომ პრობლემის გადაჭრა კომპლექსური მიდგომებით უნდა განხორციელდეს. დარგის სპეციალისტებმა დააფიქსირეს მოსაზრებები და წარმოადგინეს რეკომენდაციები. გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციაც: უნდა მოხდეს დაზიანებული კერების იდენტიფიცირება, დროულად განხორციელდეს გამხმარი ფიჭვების მოჭრა, დამუშავება (გაქერქვა) და ადგილიდან გატანა, ჩატარდეს კომპლექსური კვლევა (ჰაერი, ნიადაგი, გარემო და ა.შ), მოჭრილი ხეების ადგილას გაშენდეს ადგილობრივი ჯიშის სხვა სახეობის ნერგები. დარგის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მოხდება მართვის ინტეგრირებული გეგმის შემუშავება. ტყის აღდგენისა და დაცვის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აფხაზეთის ა/რ გარემოს დაცვის სამმართველოების, აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის, კვლევითი ლაბორატორიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)