23:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 16:58:22, 1023 ნახვა

საზოგადოება
Rammstein-მა მოსკოვში გამართულ კონცერტზე რუსეთში არსებული ჰომოფობია კოცნით გააპროტესტა

გერმანულმა როკ-ჯგუფმა, Rammstein-მა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ კონცერტზე ქვეყანაში არსებული ჰომოფობია კოცნით გააპროტესტა, - ამის შესახებ gaytimes.co იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კოცნის ამსახველი ფოტო ჯგუფიის ინსტაგრამგვერდზეც გავრცელდა, წარწერით: "რუსეთო, ჩვენ შენ გვიყვარხარ!".  ერთმანეთს ჯგუფის ორმა წევრმა გიტარისტებმა პაულ ლანდერსმა და რიჩარდ კრუსპემ აკოცა. ამ დროს ჯგუფი სიმღერას Aüslander -ს ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯგუფი ლგბტ თემის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს. ამავე ტურნეს ფარგლებში, პოლონეთში გამართულ კონცერტზე ჯგუფის წევრებმა სცენაზე ლგბტ თემის დროშები ააფრიალეს. 

მედია წერს, რომ ჯგუფის ფანების მხრიდან მსგავსი სოლიდარობის აქტები დადებითად აღიქმება. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics