|
2019-07-31 13:56:06, 1035 ნახვა
საზოგადოება
ლარის გაუფასურების გამო პური, შესაძლოა, გაძვირდეს
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო, პურისა და პურპროდუქტების ფასმა შესაძლოა, მოიმატოს. ამასთან, სილაგავა მიიჩნევს, რომ ფასის მკვეთრი მატება არ არის მოსალოდნელი. „ეს იქნება ალბათ ორლარიანი გაძვირება ერთ ტომარა ფქვილზე. ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2.75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული – ხორბალი, ეს აისახება ყველაფერზე. სტაბილური ლარის პირობებში კიდევ შეიძლება იფიქრო, რომ ზემოთ არ წავიდეს ფასი. გვქონდა კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ისინიც ერიდებიან ასეთი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, ყველა აკვირდება ლარის კურსის მდგომარეობას“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)