|
2015-07-07 15:20:45, 445 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: სასამართლოს შიგნით სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან
აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარი ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და სისტემა ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით გაიმართა, ლევან მურუსიძემ პრემიერს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო. ლევან მურუსიძეს პარლამენტში გადაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, რომელზეც კონსულტაციები პარლამენტში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა სასამართლოს მაქსიმალურ გაძლიერებას ხელს შეუწყობს. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მთავრობის აქტიური დახმარება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ კორუფციის რისკები სასამართლოში, რადგან კორუფცია არის დამანგრეველი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამ ნაწილში მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად ვიქნებით. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა სასამართლოს შიგნით. ჩვენ ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან. საჭიროა კონსულტაციების და დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სასამართლოზე საუბრისას მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პოლიტიკოსებმაც. მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია ძლიერი სასამართლოს ჩამოყალიბება და განმტკიცება, რათა მოქალაქეებს დაუბრუნდეთ განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და აღდგეს ნდობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პრემიერს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან მურუსიძემ სასამართლო სისტემის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პოლიტიკოსებს თხოვნით მიმართა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავონ, რადგან ამით შესაძლოა, სასამართლოს იმიჯი შეილახოს. „ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამას სჭირდება გაგრძეელება, სტაბილურობა. ყველა ვალდებულია, ამ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს და იზრუნოს დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულებისთვის“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)