|
2019-07-27 13:33:36, 2479 ნახვა
საზოგადოება
National Geographic-ის მკვლევარის ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
20-21 ივნისის საქმეზე National Geographic-ის დაკავებული მკვლევარის ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი აცხადებენ, რომ ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს. მხარდამჭერების ნაწილი ლორთქიფანიძეს თავდებშიც უდგება. "როგორც ჩვენთვის ცნობილია, სასამართლო პროცესზე პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას აპირებს. ბეჟან ლორთქიფანიძე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, საქართველოს ბუნების მკვლევარი და ქომაგი, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა, 2015 წელს დატბორილი ზოოპარკის სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა და ცხოველების გადარჩენა, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილი და ა.შ. ბეჟან ლორთქიფანიძე არის მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე და კეთილსინდისიერი ადამიანი. გვჯერა, რომ არანაირი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს, რომ სასამართლომ მას უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება შეუფარდოს“, - ნათქვამია პეტიციის განცხადებაში. ცნობისთვის, 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს, მათ შორის ბეჟან ლორთქიფანიძე. ის ჯგუფური ძალადობირ ბრალდებითაა დაკავებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)