|
2019-07-27 10:29:49, 1036 ნახვა
რეგიონი
გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილიც დაესწრო. აღსანიშნავია, რომ გომში, პოლიციის შენობის არ არსებობის გამო, პოლიციელებს მორიგეობა ავტომობილებში უწევდათ, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდიდა. პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, შენობის დათვალიერების შემდეგ, ამავე განყოფილების თანამშრომლებს გაესაუბრა და სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ბინათმშენებლობა და ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის შექმნა. უკვე ფუნქციონირებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი - საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დასრულებულია ბათუმში - საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, ხონის პოლიციის შენობა, პოლიციის ახალი შენობა თბილისში - გოგოლის ქუჩაზე, პოლიციის ახალი შენობა ბოლნისში, სრულად გარემონტებულია დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და სხვ. მხოლოდ 2018 წელს, შიდა ქართლის რეგიონს, სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 28 ავტომანქანა, მათ შორის 20 მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 223 სამხრე კამერა გადაეცა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)