01:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 11:21:01, 931 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ბენეფიციარებს სერვისებს შესთავაზებს

ქალაქ თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით, ბენეფიციარების საზოგადოებასთან ინტეგრაცია, რესოციალიზაცია, მათი განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლადო ჯავახიშვილმა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა ხუბუნიამ.

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან ბენეფიციარებს შესთავაზებს თბილისის მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების სერვისებით სარგებლობას, მიმდინარე ღონისძიებებზე დასწრებასა და საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამებში მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმომწერები აქტიურად ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვაში, რაც არასრულწლოვნებში დანაშაულის რისკის შემცირებასა და განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვას განაპირობებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics