|
2019-07-23 11:51:45, 1626 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხების ათვისების თვალსაზრისით წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კაპიტალური სამუშაოების თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს ჩანს 6 თვის თავზეც, როცა გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6 თვის განმავლობაში, 673 მილიონი ლარი დახარჯა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს სამინისტროს საქმიანობის ერთი მიმართულებაა და მხოლოდ ამ მიმართულებით იგი 400 მილიონი ლარის 6700 პროექტს მართავს. ამ ოდენობის თანხა და ამ რაოდენობის პროექტი სამინისტროს არსებობის მანძილზე არ ათვისებულა/განხორციელებულა და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა“, - განაცხადა ზაზა გაბუნამ. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე ნათელია, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც წლის დასაწყისში რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ხელისუფლებას ჰქონდა, ეფექტურა სრულდება. ზაზა გაბუნია იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლოსაც ეფექტურობის ასეთი მაღალი მაჩვენებლები იქნება
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)