|
2019-07-22 11:38:09, 1879 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: რაც არ უნდა ემოციური იყოს რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია ცივი გონებით მოქმედება
„რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია საღი და ცივი გონებით განხორციელება იმ სტრატეგიული ამოცანების, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა“, - ამის შესახებ თვდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია მაქსიმალურად შენარჩუნდეს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება. „რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს ვისმენთ და რაც არ უნდა ემოციური იყოს ეს განცხადებები ჩვენთვის, აუცილებელია საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა და რაც პრიორიტეტულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამ პოლიტიკას, მიუხედავად ცალკეული განცხადებებისა, ჩვენ ცალსახად მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)