08:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 11:01:34, 2531 ნახვა

რეგიონი
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდენენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოკვეთილი საკითხების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას  იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ მიმდინარე  ღონისძიებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ამ შეხვედრებით მოსახლეობისგან ღიად მოისმინოს საკითხები და შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ ამა თუ იმ სოფელში რა საკითხებია აქტუალური. პროცესში ჩართულია, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება რაც  უდაოდ პოზიტიურ შედეგს გამოიტანს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

„ამ ტიპის შეხვედრები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უშუალო კომუნიკაცია ქონდეს ხელისუფლებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან. შეხვედრების შედეგად ჩვენ ვგებულობთ საჭიროებებს უშუალოდ მოსახლეობისგან. თითოეულ საკითზე მოხდება მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ.

ჯგალსა და ობუჯში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლისა და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics