17:14 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 22:53:37, 2766 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი არის დემოკრატიის საფუძველი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიან და აპოლიტიკურ გარემოში უნდა აღასრულოს სტრასბურგის სასმართლოს განაჩენი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რომელსაც კითხვა სახელმწიფო დეპარტამენტში მივლენილმა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ნაიკ ჩინგმა დაუსვა, განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია და კვლავ აგრძელებს საქართველოს დახმარებას გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მრავალფეროვნების დაცვაში.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით სიტუაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც აზრთა ფართო სპექტრს წარმოადგენს, არის დემოკრატიის საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, აპოლიტიკური და მისცეს საშუალება მედიას, რომ წარმოადგინოს სხვადასხვა შეხედულება და აზრი.“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics