|
2019-07-19 19:13:07, 2313 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე: მომწონს R2, რომელიც იქნება კრიტიკული, ოღონდ სასურველია, ობიექტურობა არ იყოს გინების სიღრმეზე დამოკიდებული
„მომწონს „რუსთავი 2”, რომელიც იქნება კრიტიკული, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე დამოკიდებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა. როგორც ზოიძემ განაცხადა, ტელეკომპანიის საქმესთან ხელისუფლებას კავშირი არ აქვს. „არაფერი კავშირი ხელისუფლებას ამასთან არ აქვს, რაც აქვს კავშირი, ეს გახლავთ ის, რომ მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს, რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში. მეორე თემაა, მიკერძოებულია, არამიკერძოებულია, პარტიული ტელევიზიაა, ეს ყველაფერი კამათის და შეფასების თემა არის. მე მომწონს „რუსთავი 2“, რომელიც იქნება ობიექტური, მკაცრად კრიტიკული, თუნდაც მთავრობის მიმართ, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე და სიმწვავეზე დამოკიდებული. მე, შინაგანად, როგორც ერთ მოქალაქეს, სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძესთან მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, კონტრაქტები, მე უბრალოდ, გეუბნებით ჩემს პოზიციას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)