|
2019-07-19 14:59:19, 2922 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მადლობის ჯილდო გადაეცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კვლევითი ინტიტუტისგან ISET მადლობის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვების ცერემონიალი პროექტის ,,რეფორმეტრი" მე-3 ფაზის შემაჯამებელი ღონისძიების ,,რა შეიცვალა ხალხისთვის?“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში, სააგენტოსთან ,,აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით, კვლევითმა ინსტიტუტმა ISET "მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შესახებ“ კვლევა განახორციელა. კვლევის პროცესში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარები გამოიკითხნენ. პროექტი „რეფორმეტრი“ კვლევითი ინსტიტუტის ISET, USAID G4G-ისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)