|
2019-07-19 15:30:35, 2093 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ხელისუფლებამ ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია რეიდერ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა
„ხელისუფლებამ ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია რეიდერ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანსაღ პოლიტკურ პროცესებს შეაფერხებს. „ჩვენ არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპულის სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პროცედურული ასპექტების განხილვისა ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა ალბათ იმას, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, შედეგად ვღებულობთ იმასა, რომ დამოუკიდებელი ობიექტური თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს. ხელისუფლებამ ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმა რეიდერ ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური მდივანი. "რუსთავი 2" არ არის კილომეტრებით კაბელები, "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ გადაცემები, "რუსთავი 2 "უპირველეს ყოვლისა არის იდეოლოგია და ღირებულებები“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)