|
2019-07-18 16:51:27, 2157 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე: იმედია, ენმ არ იტყვის იმას, რომ ივანიშვილმა მოისყიდა სტრასბურგის სასამართლო
„იმედია, ენმ არ იტყვის იმას, რომ ივანიშვილმა მოისყიდა სტრასბურგის სასამართლო“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი სოფო კილაძე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლმაც R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. როგორც კილაძემ განაცხადა, ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი გადაწვეტილება მიიღო. „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იტყვის იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა სტრასბურგის სასამართლო ან სხვა რაიმე მსგავს ნონსენსს, თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ყოველთვის, გადაწყვეტილებისას ერთ-ერთი მხარე არის უკმაყოფილო, ამ შემთხვევაში, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და სრულ შესაბამისობაში მოდიოდა კონვენციასთან. აქედან გამომდინარე, მე სიმართლე გითხრათ ძალიან მაოცებს, როგორ ახერხებს ოპოზიცია და მათთან აპელირებული პირები, რომ საქმეში კიდევ რაღაც დამატებით დაინახონ სხვადასხვა საფუძველი არასწორი და არასამართლებრივი. ძალიან საოცარი არის, სიმართლე გითხრათ. როდესაც ჩვენი ოპოზიცია თავს დებს იმაზე, რომ დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია არიან და დასავლური ორიენტაციის პარტია არის, მაგალითად, ენმ და იმავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს მართლაც ორმაგი სტანდარტიც აღარ არის უკვე“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)