18:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 14:21:26, 1906 ნახვა

კომენტარი
გვარამია: კონტრაქტი შეიცავს უმაღლეს გარანტიებს - ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც სხვა, კანონიერი გზებით ვერ გამიშვებს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მისი გათავისუფლება არ შეუძლია.

კერძოდ, გვარამიას განმარტებით, მას არხის მფლობელებთან დადებული აქვს კონტრაქტი, რომელიც შეიცავს „უმაღლეს გარანტიებს“ და რომლის გაუქმებაზე მსჯელობაც, მხოლოდ ლონდონის არბიტრაჟს შეუძლია.

როგორც მან აღნიშნა, ეს კონტრაქტი სწორედ იმიტომ დაიდო, რომ მისი კანონიერი გზით გათავისუფლების შესაძლებლობა არცერთ დამფუძნებელს არ ჰქონოდა.

 „ჩემთვის განსამზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ამ მედიის მფლობელი აგიხსნით რატომ : - ეს არის ჩემი კონტრაქტი, რომელიც, ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი გათავისუფლების. ეს კონტრაქტი აქვს  საჯარო რეესტრსაც და ამ კონტრაქტში წერია,  რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი.  რა დამოკიდებულება აქვს ქიბერ ხალვაშს ამ კონტრაქტთან,  ჩემთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია.  ჩემი მუშაობის პერიოდში, ქიბარ ხალვაში არ იყო დამფუძნებელი. ვინც იყვნენ დამფუძნებლები,  მომცეს ეს გარანტია და ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო, ცხადია,  ვერ დადგება. პროკურატურაში ჩემი ტარება იმიტომ, რომ უფლებამოსილებებს გადავაჭარბე და ასე შემდეგ, მე ამას განვიხილავ პირდაპირ ჩარევად მედიის დამოუკიდებლობის საქმეში და პირდაპირ შეზღუდვად ჩემი ყველა გარანტიის, რომელიც მოცემული მაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით მათ შორის,  მხოლოდ იმის გამო, რომ გამოიყენონ ყველა ხერხი, რომ მე ამ გარანტიებზე უარი ვთქვა. ეს არის გამორიცხული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იზამს საქართველოს ხელისუფლება. ერთადერთი შემთხვევა, როცა მე უარს ვიტყვი კონტრაქტზე და წავალ ამ კომპანიიდან ჩემი ნებით და არა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით და ხელისუფლების ზეწოლის გამო, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება ამგვარი, რომ ჯობია მე წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ,  მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას საერთოდ. სხვა შემთხვევაში, ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს. ამ კონტრაქტზე დავა შეუძლებელია ქართულ სასამართლო სისტემაში, ცხადია,  ამ კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. კი ბატონო, ვიდავოთ გაუქმებაზე, ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია. ეს კონტრაქტი დაიდო ზუსტად იმიტომ, რომ მე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული არანაირ დამფუძნებელზე საერთოდ, მათ შორის არც მოქმედზე და არც ახალზე. ეს არის ამ მედიის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი. მე არ ვაპირებ ამის დათმობას,  ეს ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics