14:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 13:51:32, 682 ნახვა

საზოგადოება
შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

„5-10 წუთის წინ ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. საოპერაციოში შეიყვანეს თუ არა, მალევე გარდაიცვალა. კრიტიკული მდგომარეობა იყო, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი, სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში მდებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი შემთხვევის ადგილზე   დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics