|
2019-07-18 13:44:51, 1709 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენლია - ვაპირებთ გასაჩივრებას
მე კონსპირაციების მომხრე ნამდვილად არა ვარ და ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებულობაში. ამიტომ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას“, - ამ სიტყვებით „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია „მოგესალმებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამრთლოც არ უნდა იყოს, კრიტიის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც გამოვიყენებთ და მოგვიანებით გეტყვით ამაზე, დანარჩენ შემთხვევებში სამწუხაროდ, დაუშვებლად დაშვების გამო საჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა. მე კონსპირაციების მომხრე ნამდვილად არა ვარ და ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებულობაში. ამიტომ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. მე მაქვს კრიტიკის უფლება. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში და ეს ერთი შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, დასაშვებად ცნობა, მოსამართლე ურთმელიძის, თოდუასა და სააპელაციო სასამრთლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)