|
2019-07-17 19:10:18, 1770 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა გრძელდება
ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი გრუზინკის შესახვევის N23-ში მიმდინარეობს, სადაც 50-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება და ლითონის დამცავი ღობე მონტაჟდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „ჩვენს რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მეწყერსაშიში ტერიტორიების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. მსგავსი პროექტები სოლიდურ თანხას საჭიროებს, შესაბამისად, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება ერთდროულად ვერ ხერხდება. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს გრუზინსკის შესახვევში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. გრუზინსკის შესახვევში მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 184 456 ლარია. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული მისამართის გარდა, გამგეობის დაკვეთით, მიმდინარე წლის განმავლობაში საყრდენი კედლები კიდევ 12 მისამართზე მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 495 100 ლარი გამოიყო.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)