18:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 17:29:12, 1242 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობა“ არის მე-5 კოლონა, რომელიც საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

„ნაციონალური  მოძრაობა" არის  მე-5  კოლონა, რომელიც  საკუთარი  საზოგადოების  და  ქვეყნის  ინტერესების  წინააღმდეგ მოქმედებს. ისინი  ყველაფერზე  არიან წამსვლელები,  გაწირავენ  საზოგადოებას  და  ქვეყანას, თუკი  როგორმე  მიეცემათ ხელისუფლებაში  ძალადობრივი  გზით მოსვლის შესაძლებლობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით,    ნაციონალურ მოძრაობას  ქვეყნის განვითარების და გამთლიანების არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს.

„ჩვენ  ვნახეთ  და  ყველამ ვიცით, რით  დასრულდა  ხელისუფლებაში  მათი ყოფნა,  როგორი  სავალალო  შედეგები  ჰქონდა  ჩვენთვის  როგორც  ტერიტორიული  მთლიანობის,  ასევე  დემოკრატიული  განვითარების  თვალსაზრისით.  შესაბამისად,  მათი  ეს  ქმედებები  ერთ-ერთში  მტრის  წისქვილზე  ასხამს  წყალს. ყველა  მათი  ნაბიჯი, თუკი  მათ  კარგად  დავუკვირდებით   და  დარწმუნებული  ვარ  ჩვენი  საზოგადოება  ამას  ძალიან კარგად  ხვდება, ემსახურება  სწორედ  რუსეთის  ინტერესებს.

ჩვენ არ  ვითანამშრომლებთ  „ნაციონალურ  მოძრაობასთან", ვისთვისაც  სულერთია  ადამიანის  უფლებები, ადამიანის  ღირსება,  ჩვენი  ქვეყნის  განვითარება, მათთან ჩვენ არ  ვითანამშრომლებთ" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც  შეეხა  სხვა პარტიებს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯერ  ამ  პარტიებმა  უნდა  უზრუნველყონ  მომხრების  მობილიზება,  არჩევნებზე  წარდგომა  და  შესაბამამისი   მხარდაჭერის  მოპოვება.

„ჩვენი  თანამშრომლობისთვის  მნიშველოვანი  იქნება ჩვენი  ქვეყნის  სტაბილური განვითრება, მშვიდობა,  უსაფრთხოების  დაცვა ქვეყანაში  და  მისი შემდგომი  დემოკრატიული  განვითარება. რომელი პარტიებიც ამ  ღირებულებს  გაიზიარებენ  და  შეძლებენ  მხარდაჭერების  მობილიზებას,  ამაზე უკვე შემდგომ  ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics